ამირან გამყრელიძე - სასწრაფო დახმარების გამოძახებამ მცირედით მოიმატა, ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება გახანგრძლივებულ რეჟიმზე გადავიდა

თბილისში პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება დღეიდან მუშაობის გახანგრძლივებულ რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ამით გრიპისა და გრიპოზული დაავადებების გამო სასწრაფოს გამოძახებათა რიცხვი განიტვირთება.

"გასულ კვირას სასწრაფო დახმარების გამოძახებათა რიცხვმა მცირედით მოიმატა. ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება დღეიდან გახანგრძლივებულ რეჟიმზე გადავიდა. ეს კლინიკებია: საოჯახო მედიცინის ცენტრი წინამძღვრიშვილის ქუჩაზე. ოთხი კლინიკა კი "მედკაპიტალის ჯგუფს" ეკუთვნის. აღნიშნული კლინიკები დღეს 22:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო ხვალიდან 24 საათიან რეჟიმში," - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გრიპი არ არის სახუმარო დაავადება, ის 70-80%-ში 5-6 დღეში სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, თუმცა აქვს გართულებები.

"გართულებებისადმი განსაკუთრებით მიდრეკილი არიან მაღალი რისკის მქონე ჯგუფები: ბავშვები, მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები (გულსისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების, სასუნთქი სისტემის გზების დაავადებებით, სიმსივნეებით, დიაბეტით, სიმსუქნის მესამე და მეოთხე ხარისხით ავადმყოფები) მეტად არიან მიდრეკილი. საავადმყოფოებში მოხვედრილთა დიდი ნაწილი სწორედ ეს პაციენტები არიან. ასევე, მომატებული რისკის ჯგუფს ორსული ქალბატონები შეადგენენ. წელს 3-4 ჯერ მეტი ორსული აიცრა, თუმცა ესეც საკმარისი არ აღმოჩნდა. მაღალი ტემპერატურის, შემცივნების, თავისა და ყელის ტკივილის დროს ოჯახის ექიმს და მეანგინეკოლოგს უნდა მიმართონ. მათი რჩევით ჩაიტაროს მკურნალობა, რადგან გრიპოზული ინფექცია როგორც დედაზე ასევე ნაყოფზე მოქმედებს", - აღნიშნა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა