გაბონში ძალოვნებმა ამბოხებული სამხედროები დააკავეს, რომლებმაც ქვეყნის სახელმწიფო რადიომაუწყებელი ხელში ჩაიგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული რადიოსადგური RFI გაბონის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელ ბერტრან მაპონგუზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ქვეყანაში სიტუაცია უახლოეს საათებში ნორმალიზდება.
დღეს დილით სამხედროების ჯგუფმა განცხადება გაავრცელა და ქვეყნის პრეზიდენტი ალი ბონგო ონდიმბა გააკრიტიკა.
გაბონის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტისადმი ლოიალური ძალები ქვეყანაში ყველა სტრატეგიულ ობიექტს აკონტროლებენ.