ფოთში სავარაუდოდ, ე.წ. ღორის გრიპით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ფოთში სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით 40 წლამდე ქალი გარდაიცვალა. იგი ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული ინფექციით, პნევმონიითა და და სუნთქვის უკმარისობით მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, ჩატარებული ანტივირუსული მკურნალობის მიუხედავად პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და 6 იანვარს დაიღუპა.

ამ დროისთვის სამედიცინო ცენტრში რესპირატორული ინფექციის სიპტომით 11 ადამიანი მკურნალობს.

საქართველოში ე.წ.ღორის გრიპით 9 ადამიანია გარდაცვლილი.

იხილეთ ვიდეო: ინფექცია, პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა - "ღორის გრიპით" ფოთში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა