მამუკა მდინარაძე - უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნა არ შეიძლება

არ შეიძლება, რომ მე თქვენს წინაშე გავაკეთო კომენტარები უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე, ვიდრე არ გააკეთებს მართლმადიდებლური ეკლესია განცხადებას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ იკავებს საქართველო ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავს.

მდინარაძის თქმით, არ შეიძლება უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნა.

„ჩვენ ბუნებრივია ველოდებით ეკლესიის პოზიციას. არ შეიძლება, რომ მე თქვენს წინაშე გავაკეთო კომენტარები ამ საკითხზე, ვიდრე არ გააკეთებს მართლმადიდებლური ეკლესია განცხადებას ამ საკითხზე. ველოდებით სინოდს და ისინი დააფიქსირებენ თავის პოზიციას. ამ საკითხზე დამატებით აჟიოტაჟის შექმნა არის ხელოვნური“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ხელი 5 იანვარს მოაწერა. ტომოსის მინიჭების გადაწყვეტილება მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 11 ოქტომბერს მიიღო.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს