მამუკა მდინარაძე - ქალბატონი ეკა ჯერ არ დამკავშირებია, თუმცა თუ სურვილს გამოთქვამს, მე ყოველთვის მზად ვარ გუნდის წევრებს შევხვდე

ქალბატონი ეკა ჯერ არ დამკავშირებია, თუმცა თუ გამოთქვამს სურვილს, მე ყოველთვის მზად ვარ გუნდის წევრებს შევხვდე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

"ნუ ვისაუბრებთ ამ საკითხზე. ჩვენ უკვე გავაკეთეთ განცხადებები. ფრაქციაში ვიმოქმედეთ, როგორც იყო სწორი გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე და რეგლამენტის წესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვუფრთხილდებით თითოეულ წევრს ჩვენი გუნდის და არ გვინდა, რომ ჩვენი განცხადებებით დავძაბოთ სიტუაცია.

ვიმსჯელებთ გუნდის შიგნით და ვიმოქმედებთ შესაბამისად.

ქალბატონი ეკა ჯერ არ დამკავშირებია, თუმცა თუ გამოთქვამს სურვილს, მე ყოველთვის მზად ვარ გუნდის წევრებს შევხვდე," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი