ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - გრიპის ვირუსის ყველა შემთხვევისას, პაციენტის სტაციონარში მოხვედრის მიზეზი დაგვიანებული მიმართვიანობაა

გრიპის ვირუსის ყველა შემთხვევისას პაციენტის სტაციონარში მოხვედრის მიზეზი დაგვიანებული მიმართვიანობაა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუამ კლინიკა „ვერეში“ განაცხადა. აღნიშნული ერთ-ერთია იმ კლინიკებიდან, რომელიც დღეიდან 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმისთვის დროულად მიმართვა. რაც შეეხება გრიპის ვირუსის გამო ბაგა-ბაღების და სკოლების დაწყების გადადებას, ბოხუას განცხადებით, ეს საკითხი ჯერჯერობით არ დგას.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ერთკვირიანი მონაცემების მიხედვით, სტაციონარებში მიმართვიანობის კლებაა.

„რაც შეეხება ბაგა-ბაღებთან და სკოლებთან დაკავშირებულ კითხვებს, ამაზე დღეს საუბარი არ არის. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალშიც არ იქნება. ამაზე მოგვიანებით იქნება ანალიზი გაკეთებული. თუმცა, ჯერჯერობით ასეთი საკითხი არ დგას", - განაცხადა ბოხუამ.

მან ასევე მკურნალობის დროულად დაწყებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ყველა შემთხვევისას, როდესაც პაციენტი სტაციონარში ხვდება, დაგვიანებული მიმართვიანობაა. ამიტომ, 24-საათიან რეჟიმში გადავიყვანეთ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, რომ დროულად შეეძლოთ ადამიანებს მისვლა", - განაცხადა ბოხუამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა