აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - აჭარაში სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით, ჰოსპიტალურ მკურნალობას 205 ადამიანი გადის

აჭარაში სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით, ჰოსპიტალურ მკურნალობას 205 ადამიანი გადის, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 205- დან 77 ბავშვი და 2 ფეხმძიმე ქალბატონია. მინისტრის ცნობით, 21 მოქალაქე ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ზაალ მიქელაძის განცხადებით, სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით რეგიონში საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

რაც შეეხება ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს, სადაც კარანტინი გამოცხადდა, მინისტრი ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ეს ზომა აუცილებელი იყო, რათა პაციენტების მნახველებმა ვირუსი არ გაავრცელონ.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან 90 მოქალაქეზე ანტივირუსული პრეპარატი გაიცა",- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა