შიდა ქართლში, „გორმედის“ ქსელის კლინიკებში, ვირუსული ინფექციების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მნახველთა შეშვება შეიზღუდა

შიდა ქართლში, „გორმედის“ ქსელის კლინიკებში, ვირუსული ინფექციების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მნახველთა მიმოსვლა შეიზღუდა. ამის შესახებ „გორმედის“ გენერალურმა დირექტორმა გია სვანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის „გორმედის“ ქსელის კლინიკები - გორის საუნივერსიტეტო კლინიკა, დედათა და ბავშვთა ცენტრი, ქარელის ცენტრალური საავადმყოფო და ხაშურის კლინიკური საავადმყოფო დატვირთულია 80 %-ით. სტაციონარულ მკურნალობას ამჟამად 280 პირი გადის, არსებობს 70 სტაციონარული ძირითადი საწოლის რეზერვი და გარდა ამისა, საშუალება გვაქვს, დამატებით 31 საწოლი განთავსდეს, ანუ, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით, 100-მდე სტაციონარული პაციენტის მიღების შესაძლებლობა გვაქვს. მომართვიანობა გაზრდილია, აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს სწორი საინფორმაციო კამპანიის გამო, რის საფუძველზეც, პაციენტები დაგვიანებით აღარ მომართავენ სამედიცინო დაწესებულებებს და შესაბამისად, სტაციონარიზაციის აუცილებლობა ხშირ შემთხვევაში აღარ დგება. რაც შეეხება ინფექციის გავრცელების მოცულობას, შიდა ქართლში ადეკვატულია იმ მონაცემებთან, რაც ფიქსირდება საქართველოს სხვა რეგიონებსა და დედაქალაქში. მომართვიანობა გაზრდილია, თუმცა, ქსელი მომზადებული შეხვდა და უზრუნველყოფილია როგორც სპეციალური სამკურნალო და სახარჯი მასალებით, ასევე აპარატურული მხარდაჭერით და მედპერსონალის მობილიზებით. პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, უნდა ვთხოვოთ მოსახლეობას, რომ მიმართვიანობა იყოს დროული“, - აცხადებს ,,გორმედის“ გენერალური დირექტორი გია სვანაძე.

„გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა დავით ყაზაიშვილმა განაცხადა, რომ გარდაცვალების ორი შემთხვევის გარდა, კლინიკაში ორი განსაკუთრებით მძიმე პაციენტი განაგრძობს მკურნალობს. მისივე თქმით, ორივე მათგანს თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნება.

რეგიონის სამედიცინო სექტორში არსებულ ვითარებას შიდა ქართლის გუბერნატორი გაეცნო. გიორგი ხოჯევანიშვილი „გორმედის“ ცენტრალურ კლინიკაში იმყოფებოდა.

„მივიღე დეტალური ინფორმაცია, ვითარება დამაკმაყოფილებელია, რეგიონის სამედიცინო სექტორი სრულად აკმაყოფილებს ვირუსული ინფექციების გავრცელების შესაძლო საფრთხეებს. არის რესურსი, რომ საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი პაციენტების მოთავსება მოხდეს სტაციონარში. მედიკამენტოზური და ტექნიკური თვალსაზრისით, რეგიონში არსებულ სამედიცინო სექტორს რაიმე შეფერხება არ აქვს“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე