მამუკა მდინარაძის განცხადებით, კაჭრეთში „ქართული ოცნების“ შეხვედრა მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს არ უკავშირდება

სემინარს პარლამენტართა მხოლოდ ნაწილი ესწრება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს კაჭრეთში განუცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ წევრების შეხვედრა მიმდინარეობს.

მისი თქმით, შეხვედრის ძირითადი თემაა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის გაუმჯობესება.

„ტარდება სემინარი, შეხვედრა, რომელშიც ჩართულები არიან უცხოელი სპეციალისტები იმასთან დაკავშირებით, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის გაუმჯობესდეს კოორდინაცია. არის კონკრეტული თემებიც. ძირითადი თემაა კოორდინაციისა და მენეჯმენტის გაუმჯობესება. ესაა დანერგილი პრაქტიკა დასავლეთის, ევროპის ქვეყნებში“, - განაცხადა მდინარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არ ესწრებიან აღნიშნულ შეხვედრას ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე, მდინარაძემ აღნიშნა, რომ სემინარები გაგრძელდება და მოიცავს პარლამენტის წევრთა გაცილებით დიდ ჯგუფს.

„რაც შეეხება თქვენს კითხვას, სემინარს პარლამენტართა მხოლოდ ნაწილი ესწრება. კომიტეტების თავმჯდომარეები ბევრნი არ არიან. იქნება ასეთი შეხვედრები, როდესაც სხვა ნაწილი დაესწრება. შეუძლებელია ასეთი სემინარის 50-100 კაციან ჯგუფებში ჩატარება. ესაა ამ სემინარის პირველი ეტაპი, სემინარები გაგრძელდება და მოიცავს პარლამენტის წევრთა გაცილებით დიდ ჯგუფს. კონკრეტულ ადამიანებზე საუბარი აქ არაა“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, სემინარი უმრავლესობაში მიმდინარე პროცესებს არ უკავშირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა