მამუკა მდინარაძე - ყოველთვის ვცდილობთ გუნდის შიგნით დავალაგოთ ურთიერთობები, მოვუწოდებ სხვებსაც, რომ ასევე მოიქცნენ

ყოველთვის ვცდილობთ გუნდის შიგნით დავალაგოთ ურთიერთობები, მოვუწოდებ სხვებსაც, რომ ასევე მოიქცნენ, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, მმართველი პარტიიდან ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის შესაძლო გარიცხვის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

"ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ გუნდის თითოეულ წევრს მოვუფრთხილდეთ. გარიცხვაზე და მსგავს საკითხებზე არ ვსაუბრობთ. ყოველთვის ვცდილობთ გუნდის შიგნით დავალაგოთ ურთიერთობები, მოვუწოდებ სხვებსაც, რომ ასევე მოიქცნენ და ამის შემდეგ თუ გამოუვალ სიტუაციამდე მივა საქმე, მსგავსი საუბრები დაიწყოს შემდეგ. ასე მოხდა შარშანაც, როცა გამოუვალ სიტუაციამდე მივედით და მოუწია ერთ წევრს უმრავლესობის დატოვება.

კითხვაზე, ხომ არ უნდა ველოდოთ იგივე გადაწყვეტილებას ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძეზე, მდინარაძე აცხადებს, რომ ამაზე საუბარი არ არის. "არც ერთ დეპუტატს ამის თქმის საშუალება და უფლება ცალკე, დამოუკიდებლად არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ გუნდის გადაწყვეტილებაზე საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ვისაუბრებთ", - განაცხადა მდინარაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს