ლევან კობერიძე  - იუსტიციის საბჭო და მოსამართლეთა ეს ჯგუფი პარლამენტს კუნთებს გვითამაშებს

იუსტიციის საბჭო და მოსამართლეთა ეს ჯგუფი პარლამენტს კუნთებს გვითამაშებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ყველაზე მთავარია, საბოლოო ჯამში, რა შედეგს მიიღებს ქვეყანა. გუნდურობა და ერთიანობა მე მესმის ასე, რომ როდესაც საკითხი ისმება, თუკი რამე აზრი მაქვს, აუცილებლად ვაფიქსირება ამას, ვიღაცას მოსწონს, არ მოსწონს, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ეს მსჯელობები იყოს. ჩვენ თუ იმაზე ვიფიქრებთ, დავისჯებით თუ არა, ეს მგონი, პოლიტიკოსის ფიქრები არ არის. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ იუსტიციის საბჭო და ეს ჯგუფი კუნთებს გვითამაშებს პარლამენტს, გვეუბნება, რომ არათუ სიას არ გაიტანს უკან, არამედ, მურუსიძე სასწრაფო წესით გაამწესეს“, - განაცხადა კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. აღნიშნულ კანდიდატებზე მსჯელობა პარლამენტმა საგაზაფხულო სესიისთვის გადადო.

იხილეთ ვიდეო: "იუსტიციის საბჭო და მოსამართლეთა ეს ჯგუფი პარლამენტს კუნთებს გვითამაშებს"

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი