ლევან კობერიძე - იუსტიციის საბჭო დასაშლელია

იმ ფორმით და იმ სახით, როგორითაც დღეს იუსტიციის საბჭო არსებობს, დასაშლელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა. კობერიძის მიაჩნია, რომ მოსამართლეების დამტკიცების საკითხი პარლამენტში უნდა გადავიდეს.

„მე რომ მკითხოთ და პირადად მაქვს ეს მოსაზრება, რომ იუსტიციის საბჭო საერთოდ დასაშლელია უკვე ახლა. იმ ფორმით და იმ სახით, როგორითაც ის არსებობს და რა ქმედებებსაც ის დღეს სჩადის, არის დასაშლელი. გადმოვიტანოთ მოსამართლეების დამტკიცების პროცესი პარლამენტში, პარლამენტში, რომელიც გამჭვირვალეა, არ ერიდება ღია დისკუსიებს. ძალიან ბევრი გამოცდილი იურისტი არსებობს, რომელიც სისტემის გარეთ არის დარჩენილი. დღეს სისტემა ჩაკეტილია. იუსტიციის საბჭოს თანხმობის გარეშე, ფაქტობრივად, სისტემაში ვერ შედის ადამიანი. ეს ძალიან ცუდ შედეგამდე მიიყვანს“,- აღნიშნა კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა . აღნიშნულ კანდიდატებზე მსჯელობა პარლამენტმა საგაზაფხულო სესიისთვის გადადო.

ისილეთ ვიდეო: "იუსტიციის საბჭო დასაშლელია"

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს