გარდაცვლილი 10 თვის ბავშვის დედა - ჩემი შვილი ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს, მიუხედავად იმისა, რომ ისევ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა

გორში გარდაცვლილი 10 თვის ბავშვის ცხედარი გვიან ღამით ყვარლის რაიონში გადაასვენეს. ბავშვის გარდაცვალების მიზეზად მშობლები H1N1 ვირუსს გამორიცხავენ. როგორც გარდაცვლილი გოგონას დედა აცხადებს, ბავშვს თავდაპირველად ყვარლის საავადმყოფოში წითელა დაუდგინდა, მოგვიანებით კი ფილტვების უკმარისობის გამო თბილისში გადაიყვანეს. ნინო ჩახვაშვილის თქმით, თბილისის საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ შვილის მკურნალობას სახლში აგრძელებდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

„ბავშვი ცუდად რომ გახდა, ჯერ ყვარლის საავადმყოფოში მივიყვანე, სადაც მითხრეს, რომ წითელა ჰქონდა. ამის შემდეგ ფილტვების პრობლემა დაეწყო, უკმარისობა და გადავიყვანეთ თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში, საიდანაც 30 დეკემბერს გაგვწერეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილს ისევ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. თბილისიდან გორში ჩავედი ჩემ სოფელში, იქ გადასხმები გავუკეთე და ტემპერატურა დაეცა, მდგომარეობა დასტაბილურდა, კარგად იყო ბავშვი. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, არ ვიცი, თუმცა H1N1 ვირუსს გამოვრიცხავ. ვერავის დავადანაშაულებ, სანამ ექსპერტიზის პასუხს არ გავიგებ. ველოდები, რა დასკვნა იქნება," - განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის დედამ ნინო ჩახვაშვილმა.

გარდაცვლილ გოგონას ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში უკვე ჩაუტარდა.

ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: "ბავშვს სიცხე ჰქონდა, რომ წამოვედით" - რას ჰყვება გარდაცვლილი 10 თვის ბავშვის დედა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა