საქართველოში სპეციალურად აუდიო წიგნებისთვის ვებგვერდი შეიქმნა

საქართველოში პირველად სპეციალურად აუდიო წიგნებისთვის ვებგვერდი შეიქმნა. აუდიო წიგნების ვებგვერდი gudabooks.ge გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ახალი პროექტია. საიტზე წარმოდგენილია როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური და საბავშვო ლიტერატურა, როგორც ქართველი მწერლების, ისე უცხოელი ავტორების ნაწარმოებები. ვებგვერდზე ნახავთ ბიზნესლიტერატურასაც და ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებსაც.

აუდიო წიგნები მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო პოპულარული ხდება. აქამდე ქართველი მომხარებლები ძირითადად ინგლისური და რუსული აუდიო წიგნებით სარგებლობდნენ. ქართულად აუდიო წიგნების დიდი არჩევანი არ იყო. „პალიტრა L“ წიგნის მოყვარულებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს, მოუსმინონ მათთვის საყვარელ წიგნებს უკვე ქართულ ენაზე.

„დღეს როდესაც ადამიანს წიგნის საკითხავად არც ისე ბევრი დრო რჩება, წიგნის მოყვარულებისთვის მნიშვნელოვანია წიგნთან ურთიერთობის საშუალება ისეთ სიტუაციებშიც ჰქონდეთ, სადაც კითხვა შეუძლებელია, მაგალითად, მანქანის საჭესთან, ქუჩაში ფეხით გადაადგილებისას და ა. შ. ასეთ სიტუაციებში და არა მარტო ასეთ სიტუაციებში აუდიო წიგნი შეუცვლელია. ბევრი კი აუდიო წიგნს უკვე უპირატესობას დასვენების დროსაც ანიჭებს.

აუდიო წიგნები ყოვედღიურ რეჟიმში იწერება და საიტს მუდმივად ემატება ახალი პროდუქტი. საიტი ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმშია, თუმცა მომხმარებელს უკვე შეუძლია მისთვის სასურველი აუდიო წიგნის შეძენა, ხოლო წიგნის მოსასმენად ონლაინმარკეტებიდან უნდა გადმოწეროთ აპლიკაცია „გუდა” (guda)“, - აცხადებენ ვებგვერდის ავტორები.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი