სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება მიიჩნევს, რომ სიტყვა „კარანტინის“ გამოყენება არასწორად ხდება

კარანტინის გამოცხადება არ არის ცალკეული სამედიცინო დაწესებულების კომპეტენცია. მათ შეუძლიათ მხოლოდ გაამკაცრონ შიდა სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესები. ვფიქრობ, რომ სწორედ ამას გულისხმობდნენ როდესაც მსგავსი განცხადებები გაკეთდა, - ამის შესახებ საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ მორჩილაძემ რამდენიმე საავადმყოფოს მიერ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით კარანტინის გამოცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად კრიტიკულია აღნიშნული მდგომარეობა, არჩილ მორჩილაძის თქმით, „პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ სიტყვა კარანტინის გამოყენება ასე უაპელაციოდ არ შეიძლება“.

„საკარანტინო დაავადებები მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებს და მათი ჩამონათვალი განსაზღვრულია ჯანდაცვის შესახებ კანონით, ეს დაავადებებია: ქოლერა, შავი ჭირი, ყვითელი ცხელება, კონტაგიოზური ჰემორაგიული ვირუსული ცხელებები, ყვავილი. თუ ასეთი დაავადებები დაფიქსირდა, სწორედ ამას უნდა მოყვეს ქვეყნის მასშტაბით(მათ შორის საზღვრებზე) ის საკარანტინო ღონისძიებები, რაც განსაზღვრულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებით. საბედნიეროდ, ასეთი რამ ქვეყანაში არ ხდება და ჯანდაცვის სამინისტროსაც მსგავსი რამ არ განუცხადებია“, - განაცხადა არჩილ მორჩილაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს.

შეგახსენებთ, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით კარანტინი რუსთავის, ბათუმის, მცხეთის, ფოთის და გორის რამდენიმე კლინიკამ გამოაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა