მამუკა მდინარაძე - პარლამენტმა ავიღეთ გარკვეული დრო, რომ ვიმსჯელოთ, მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით გასაწერია თუ არა კრიტერიუმები

პარლამენტმა ავიღეთ გარკვეული დრო იმისათვის, რომ საგაზაფხულო სესიამდე ვიმსჯელოთ იმაზე, გასაწერია თუ არა კრიტერიუმები, რომელიც უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების წარმოდგენას ეხება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ განუცხადა, სადაც მეორე დღეა მმართველი გუნდის შეხვედრები მიმდინარეობს.

მდინარაძის თქმით, კაჭრეთში მენეჯმენტის გაუმჯობესებაზე მსჯელობენ.

„ჩვენ გავდივართ ზოგადად მენეჯმენტის თემებს. მთავრობასა და პარლამენტს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაზეა საუბარი. პარლამენტმა ავიღეთ გარკვეული დრო, მინიმუმ 1 თვე იმისათვის, რომ საგაზაფხულო სესიამდე ვიმსჯელოთ იმაზე, გასაწერია თუ არა კრიტერიუმები, რომელიც უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების წარმოდგენას ეხება პარლამენტის წინაშე. ამ კრიტერიუმების გაწერის შემდეგ ან მის გარეშე პარლამენტი იმსჯელებს იმაზე, რამდენად მისაღებია კონკრეტული პერსონა,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც ცნობილია, არასამთავრობო სექტორი პარლამენტისგან მოსამართლეთა შერჩევის წესზე მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვს.

იხილეთ ვიდეო:

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს