დავით სერგეენკო - ამჟამად გრიპის ვირუსით კლინიკებში მკურნალობას გადის 640-მდე პაციენტი და მათგან 39 რეანიმაციულ განყოფილებაშია

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ამჟამად გრიპის ვირუსით ჰოსპიტალებში მკურნალობას გადის 640-მდე პაციენტი და მათგან 39 არის რეანიმაციულ განყოფილებაში.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, 45% არის მაჩვენებელი იმ ადამიანების, რომლებმაც ექიმს ვირუსის გამოვლენისთანავე მიმართეს.

„დღეის მდგომარეობით, გუშინდელთან შედარებით, მაჩვენებელი პოზიტიურია. თითქმის 100-ით ნაკლებია ჰოსპიტალიზაცია გრიპის ვირუსის გამო, რაც კარგი დინამიკაა. ახლა ჰოსპიტალებში მკურნალობას გადის 640-მდე პაციენტი და მათგან 39 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს არის საყურადღებო მაჩვენებელი და მიუხედავად იმისა, რომ ახლად დავირუსებულთა მაჩვენებლები იკლებს, მიმდინარეობა ისევ რჩება მძიმედ. კიდევ ერთს მინდა გავუსვა ხაზი, რომ იმ პაციენტებიდან, ვინც ექიმს მიმართა და დროული მკურნალობა დაიწყო, მხოლოდ 45% არის ვინც ეს გააკეთა პირველი ორი დღის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს მონაცემები გაიზარდოს. ანუ ადამიანებმა სიმპტომების აღმჩენისთანავე უნდა მიმართონ ექიმს და უნდა მიიღონ სწორი მკურნალობა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო:

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე