დავით სერგეენკო - თუ დავინახეთ პირბადეების დეფიციტი, როგორც „ტამიფლუს“ შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებს მისი მარაგებიდან დაეხმარება

ხვალიდან „ტამიფლუს“ მარაგების შევსება დაიწყება როგორც ათიაქებში, ისე ჯანდაცვის სამინისტროში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

რაც შეეხება პირბადეებს, დავით სერგეენკოს თქმით, თუკი დეფიციტი შეიქმნება, ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებს მისი მარაგებიდან დაეხმარება.

„ტამიფლუზე“ ვადასტურებთ, რომ მარაგები საკმარისია და უფრო მეტიც, დღეს, ხვალ დაიწყება ახალი პარტიის შემოსვლა და როგორც აფთიაქები, ისე ჯანდაცვის სამინისტრო შეავსებენ თავის მარაგებს. ამის არანაირი პრობლემა არ არის. რაც შეეხება პირბადებს, ალბათ აფთიაქებმა თავად უნდა იზრუნონ, რომ მარაგები შეავსონ, მაგრამ თუკი ჩვენ დეფიციტი დავინახეთ, ისევე როგორც „ტამიფლუს“ შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან დავეხმარებით“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა