ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულები მოინახულა

ამ დროისთვის 9 პაციენტია გადანაწილებული კლინიკებში, სამი არის საშუალო სიმძიმის, დანარჩენები იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ განაცხადა, რომელმაც რეგიონულ ჰოსპიტალში ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულების ნაწილი მოინახულა.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

„დაზიანება ჰქონდა მიღებული 12 ადამიანს. ისინი გადანაწილებული გვყავდა ხუთ სამედიცინო დაწესებულებაში. ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფებოდა სამი პაციენტი, გამოკვლევები ჩატარდა. ქირურგიის ეროვნული ცენტრიდან უკვე გაწერილია ორი პაციენტი. რეგიონულ ჰოსპიტალში იმყოფებოდა 4 პაციენტი, ერთი უკვე გაწერილია. ახლა მეორეს უტარდება ოპერაცია. მესამე პაციენტს ჩაუტარდა სათანადო ღონისძიება და დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მეოთხეს დაადეს თაბაშირი და დაკვირვების ქვეშაა. ორი პაციენტია ასევე „პატარკაციშვილის კლინიკაში". ერთს ოპერაცია ჩაუტარდა, მეორე მზადდება საოპერაციოდ. ერთი პაციენტია "ბლექველის" კლინიკაში, მას ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციაშია", - განაცხადა ზაზა ბოხუამ.

ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 პირი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. დაშავებულები სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილები. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთ მშენებარე ობიექტთან მოქალაქეებს დაეჯახა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა