სერგო მეთოფიშვილი - ლევან კობერიძემ კონსტიტუცია წაიკითხოს

ლევან კობერიძემ წაიკითხოს კონსტიტუცია. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონსტიტუციური ორგანოა, მისი არსებობა, შემადგენლობა კონსტიტუციაშია დაფიქსირებული, - ასე ეხმაურება "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატის ლევან კობერიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაშლელია.

მოსამართლე დეპუტატის ამ განცხადებას სასაცილოს უწოდებს.

„სასაცილოა. ეს არის ღიმილის მომგვრელი განცხადება. ადამიანი, რომელიც დეპუტატია და ამბობს, რომ კონსტიტუციური ორგანო - იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაშლელია - ამით ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონსტიტუციური ორგანოა, მისი არსებობა, შემადგენლობა კონსტიტუციაშია დაფიქსირებული და წაიკითხოს კონსტიტუცია.

როდესაც პარლამენტი ნიშნავს მოსამართლეს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ისევ უკან დავბრუნდეთ, როდესაც შევარდნაძე ნიშნავდა მოსამართლეებს და როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტარები წევრებად შედიოდნენ? ეს ხომ უკან გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლოს მეტ დამოუკიდებლობაზე და სტაბილურობაზე და კობერიძე ამაზე არ ფიქრობს?!- განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

შეგახსენებთ, უმრავლესობის დეპუტატმა ლევან კობერიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ „იმ ფორმით და იმ სახით, როგორითაც დღეს იუსტიციის საბჭო არსებობს, დასაშლელია“.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. აღნიშნულ კანდიდატებზე მსჯელობა პარლამენტმა საგაზაფხულო სესიისთვის გადადო.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს