თბილისი მოლიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

თბილისი მოლიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მოლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე წუთის წინ მოლში სახანძრო განგაში გამოცხადდა, რის შემდეგაც სავაჭრო ცენტრი ყველა ადამიანს დაატოვებინეს, მათ შორის დაცვასაც.

„რამდენიმე წუთის წინ „თბილისი მოლში“ სახანძრო განგაში გამოცხადდა და ჩაირთო ხმა, რომ მოლი დაგვეტოვებინა. რამდენიმე დღის წინ იყო შემთხვევა, რომ ცრუ განგაშით დავტოვეთ შენობა, ამიტომ ახლაც ასე გვეგონა, თუმცა გარეთ გამოვედით და კვამლის სუნი ვიგრძენით. ადამიანები გამორბოდნენ, ყველანი უკანა მხარეს გაგვიყვანეს და ახლაც იქ ვართ. დაცვაც კი არ იმყოფება შენობაში. სახანძრო მანქანები უკვე მოვიდნენ“, - განაცხადა შემთხვევის თვითმხილველმა.

როგორც თბილისი მოლში მომუშავე მოქალაქე განმარტავს, იქ მყოფებმა კვამლის სუნი იგრძნეს, თუმცა ხანძარი არ დაუნახავთ.

თავის მხრივ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, თბილისი მოლის პარკინგზე ავტომანქანა იწვის.

იხილეთ ვიდეო: რა ხდებოდა თბილისი მოლში ევაკუაციის გამოცხადების დროს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა