ჭავჭავაძეზე მომხდარ ავარიაში მონაწილე სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანის მძღოლი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცს ბრალი წარედგინა, რის შემდეგაც გარკვეული ჩივილების გამო, მისი საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ბორდიურზე ავიდა და იქ მდგარი ადამიანების ჯგუფს დაეჯახა. მომხდარის შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა 12 ადამიანი.

იხილეთ ვიდეო: სასწრაფო დახმარების მძღოლი, რომელსაც ბრალი წარედგინა, საავადმყოფოში გადაიყვანეს - ექიმის კომენტარი მის მდგომარეობაზე

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!