რუსთავის საავადმყოფოების სტაციონარებში გრიპით დაავადებულთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა

რუსთავის საავადმყოფოების სტაციონარებში გრიპის ვირუსით დაავადებული პაციენტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ვირუსული ინფექციების გავრცელებისა და სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების მიმართვიანობის დინამიკის შესახებ ინფორმაციას დღეს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა კლინიკა „რუსთავში“, ქალაქის ცენტრალურ და ბავშვთა საავადმყოფოებში გაეცნო. რუსთავის მერი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა და უშუალოდ მათგან მოისმინა პაციენტთა მიმართვიანობის თაობაზე ინფორმაცია.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის დირექტორმა, დავით ბეგაშვილმა განაცხადა, ცენტრალური საავადმყოფოს სტაციონარში მკურნალობას 18 პაციენტი გადის, ორი დღის წინ კი 35 იყო, კლინიკა ,,რუსთავში“ დღეისათვის 7 პაციენტია მოთავსებული, ბავშვთა საავადმყოფოში კი - 40.

„მთავარია, რომ გრიპით დაავადების ყველა შემთხვევა არის მართვადი და არც ერთი გართულებული არაა. სტაციონარები უზრუნველყოფილია „ტამიფლუს“ მარაგით, ბავშვთაც და მოზრდილთაც. „ტამიფლუს“ მნიშვნელოვანი მარაგი გვაქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიც. სახელმწიფომ უფასოდ გამოყო „ტამიფლუ“ პენსიონრებისთვის, ბავშვებისთვის, ორსულებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ექიმი თუ დაუნიშნავს ამ კატეგორიის პაციენტებს „ტამიფლუს“, უფასოდ მიიღებენ“, - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

როგორც რუსთავის კლინიკებში აცხადებენ, ბოლო პერიოდში მიმართვიანობის სიმრავლის მიუხედავად სტაციონარებში პაციენტთა მიღება არ ფერხდება და საჭირო მედიკამენტების მარაგიც აქვთ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა