სასწრაფო დახმარების მანქანის დაჯახების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი ტრავმების შესაბამისია

სასწრაფო დახმარების მანქანის დაჯახების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი ტრავმების შესაბამისია - მას ფეხის მძიმე დაზიანება აღენიშნებოდა, თუმცა ამპუტაცია არ დასჭირდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკა „ევექსის“ პრესსამსახურმა განუცხადა. მათი ინფორმაციით, უმძიმესი დაზიანების მიუხედავად, ფეხის შენარჩუნება მოხერხდა. კითხვაზე, რეაბილიტაციის შემდეგ შეძლებს თუ არა პაციენტი დაუბრკოლებლად სიარულს, კლინიკაში აცხადებენ, რომ ჯერ ამაზე პასუხი არ აქვთ.

„არ დასჭირდა ფეხის ამპუტაცია. ექიმებმა ძალიან დიდხანს იმუშავეს და ფეხის შენარჩუნება მოხერხდა. ჩაუტარდა რეკონსტრუქციული ტიპის ოპერაცია. უმძიმესი დაზიანება ჰქონდა. ოპერაციაზე იმუშავეს მიკროქირურგებმა, ნეიროქირურგებმა და დერმატოლოგებმა. ექიმებმა შეძლეს, რომ ასეთ მძიმე დაზიანებაზე ოპერაცია ფეხის ამპუტაციის გარეშე დამთავრებულიყო,“ - განაცხადა „ევექსის“ პრესსამსახურმა.

პრესსამსახურის ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაზიანებებისა და ტრავმების შესაბამისია. რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებულ მეორე პაციენტს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ორივე მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანა ტროტუარზე მდგომ მუშებს დაეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა, 12 კი დაშავდა. სასწრაფოს მძღოლი დაკავებულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა