წელს, საქართველოში ძირითადად H1N1 ვირუსი ცირკულირებს, 5 შემთხვევაა H3N2-ის და ერთი - B ვირუსის

ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს H1N1, სულ 4-5 შემთხვევაა H3N2-ის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, გრიპის ვირუსის 230 შემთხვევიდან 98% არის H1N1.

„ლაბორატორიული კვლევა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახორციელებს, არის მხოლოდ და მხოლოდ მონიტორირებისთვის თუ რა ვირუსები ცირკულირებენ ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, წელს გაკეთებულია დაახლოებით 450 კვლევა, აქედან 55%-ში დაახლოებით 230-ში დადგენილია გრიპის ვირუსი. ამ 230-დან 98% არის H1N1. ანუ წელს, ქვეყანაში ჯერჯერობით ცირკულირებს H1N1. სულ 4-5 შემთხვევაა H3N2-ის და ერთი შემთხვევა B ვირუსის. ძირითადად ცირკულირებს H1N1”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა