იტალიაში საქართველოს მოქალაქე  ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იტალიაში, ქალაქ მოდუნიოში საქართველოს 25 წლის მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც იტალიური მედია იუწყება, დაკავებული გიორგი ცაძიკიძე 2014 წლიდან იძებნებოდა ქალაქ ნეაპოლის სასამართლოს განჩინების საფუძველზე. მას სასამართლომ 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მოქალაქემ გვარი შეიცვალა და დედამისის გვარი, იდოიძე აიღო. თუმცა, სამართალდამცველებმა მისი ვინაობის დადგენა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შედეგად შეძლეს. ამჟამად ის ქალაქ ბარის ციხეშია გადაყვანილი.

იხილეთ ვიდეო: იტალიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა