„ბიბლუსმა“ 2018 წლის ბესტსელერი წიგნები გამოავლინა

„ბიბლუსი“ იმ წიგნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც 2018 წლის განმავლობაში თვეების მანძილზე გაყიდვების მაჩვენებლით ლიდერობდა და მომხმარებლებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსიდან“ აცნობეს.

2018 წლის ყველაზე გაყიდვადი მხატვრული ლიტერატურის ათეულია:

თათული ღვინიანიძის „აღიარება ხელისგულზე“, თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა“, ელიფ შაფაქის „სიყვარულის ორმოცი წესი“, ერიხ მარია რემარკის „ნასესხები სიცოცხლე“, რაქელ პალაციოს „აირჩიე სიკეთე - საოცრება“, სოფო არდიას „გროსმაისტერი“,ია კარგარეთელის „სხვა უდაბნოს საიდუმლო“, დავით ტურაშვილის „ჯინსების თაობა“, ელიფ შაფაქის „ღირსება“, ჯოან როულინგის „ჰარი პოტერი - ფილოსოფიური ქვა.“

2018 წლის ყველაზე გაყიდვადი საბავშვო წიგნების ათეულია:

„ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი“, „წრიპა ბიჭის დღიური“, „წრიპა ბიჭის და შენი დღიური“, „წრიპა ბიჭის დღიური 2- როდრიკი უბერავს“, „საიდუმლო წიგნაკი გოგონებისთვის“, „გულივერის მოგზაურობა“, „საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია“, „პრინცესა ხუთწუთიანი ზღაპარი“, „საბავშვო ენციკლოპედია“, „ჯადოსნური ზღაპრის თეატრი - გოგონა და 3 დათვი“,

„არიან ადამიანები, ვისთვისაც ყოველი ახალი თვე, ახალი წიგნით თავგადასავლებითა და ემოციებით იწყება. სწორედ მათთვის, მთელი წლის განმავლობაში, წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, ყველაზე გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებდა. მათ შორის იყო როგორც მხატვრული, ისე საბავშვო ლიტერატურა. ბევრისთვის, ეს სია იმის განმსაზღვრელი იყო, თუ რა უნდა წაეკითხათ, და რომელ წიგნზე გაემახვილებინათ ყურადღება.

ამჯერად, „ბიბლუსმა“ მკითხველებისთვის 2018 წლის ყველაზე პოპულარული წიგნები შეაჯამა. ისინი, რომლებიც თვეების მანძილზე ლიდერობდნენ გაყიდვების მაჩვენებლით და მომხმარებლებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებდნენ.

10 წლის მანძილზე, ბიბლუსის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი წიგნის პოპულარიზაცია და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო. დღეს, ნებისმიერი თაობის წარმომადგენლისთვის წიგნი, პირველ რიგში, ბიბლუსთან ასოცირდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ სწორი სტრატეგია აირჩია და სწორად ვითარდება. მიზანი მიღწეულია, ახლა მასშტაბებზე ზრუნავენ. ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, ბიბლუსი 61 მაღაზიასა და ასი ათასობით მკითხველს აერთიანებს.

ეს არის კომპანია, რომელმაც არსებობის 10 წლის მანძილზე, საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი შექმნა, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით,“ - ნათქვამია „ბიბლუსის“ ინფორმაციაში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა