თამარ ჩუგოშვილი - ვერ გეტყვით, რამდენიმე წევრი მიიღებს პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას, თუ პარტია დაემშვიდობება რამდენიმე წევრს

ძალიან სამწუხაროა ამ დაპირისპირების ყურება პარტიის შიგნით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "ქართულ ოცნებაში" განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ეს პროცესები დამაზიანებელი და გულდასაწყვეტია.

"მე ვერ გეტყვით, საბოლოოდ როგორ წავა პროცესი და შევძლებთ თუ არა უმრავლესობის შიგნით ისე დალაგდეს პროცესი, რომ გადავლახოთ ეს კონფლიქტი. ვერ გეტყვით, როგორ დამთავრდება ეს კონფლიქტი - რამდენიმე წევრი მიიღებს პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას, თუ პარტია მიიღებს რამდენიმე წევრთან დამშვიდობების გადაწყვეტილებას",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი