„ღორის გრიპის“ ვირუსის გამო, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარზე კარანტინის გამოცხადების საკითხს  განიხილავს

საქართველოში დაფიქსირებული ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე კარანტინის გამოცხადების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ დე ფაქტო მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა.

„საქართველოსთან საზღვარზე კარანტინის გამოცხადების საკითხი განიხილება. სავარაუდოდ ამგვარ ზომებს უშიშროების სამსახური და სასაზღვრო სამსახური განახორციელებს. აფხაზეთში შემოსვლა შეზღუდული იქნება“, - განაცხადა მან.

დე ფაქტო მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ „აფხაზეთში ამ ეტაპზე H1N1 ვირუსით დაავადების შემთხვევა არ გამოვლენილა“.

იხილეთ ვიდეო: "ღორის გრიპის" ვირუსის გამო, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარზე კარანტინის გამოცხადების საკითხს განიხილავს

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა