სასწრაფოს მძღოლის ადვოკატი - არავითარი ზომები არაა მიღებული იმისთვის, რომ სასწრაფო დახმარების პერსონალი უზრუნველყოფილი იყოს დასვენებით, ყოველ წუთში გამოძახებებია

არავითარი შესაბამისი ზომები არაა მიღებული იმისთვის, რომ სასწრაფო დახმარების პერსონალი უზრნველყოფილი იყოს დასვენებით, ყოველ წუთში გამოძახებებია, - ამის შესახებ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლის ადვოკატმა ვახტანგ თალაკვაძემ "თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი უნდა წარუდგინონ.

"იქ ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც გასარკვევია. მაგალითად ის, რომ 27 გამოძახება ჰქონდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღნიშნულ პერსონალს მძღოლთან ერთად. არავითარი შესაბამისი ზომები არაა მიღებული იმისთვის, რომ ეს მედპერსონალი უზრნველყოფილი იყოს დასვენებით. ყოველ წუთში გამოძახებებია. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებით გავრცელდა, რომ მძღოლს ჩაეძინა. ეს არის ფიზიოლოგიური მოვლენა, შეიძლება სულაც არ ჩაძინებოდა და გადაღლილობისგან ადამიანი გაითიშოს", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მთელი რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი. "რომ წარადგენენ ბრალდებას, უნდა წავიკითხო, რაში სდებენ ბრალს, რა გააკეთა. მოძრაობის წესები რომ დარღვეულია, გასაგებია, მაგრამ რა მიზეზით განხორციელდა, არ მგონია გამოძიებას დადგენილი ჰქონდეს. აქ მთელი რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი", - განაცხადა თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო: სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლს, რომელმაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ბრალს უყენებენ

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!