ლას-ვეგასის პოლიცია კრიშტიანუ რონალდუს დნმ-ის ანალიზის აღებას სთხოვს

ლას-ვეგასის პოლიცია ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს დნმ-ის ანალიზის აღებას სთხოვს. რონალდუს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ, საქმის გამოძიებისთვის კი პოლიციის ცნობით, საჭიროა დნმ-ის ანალიზი.

როგორც „უოლ სტრიტ ჯორნალი“ წერს, მოთხოვნა უკვე გაეგზავნა იტალიის სასამართლო სისტემას. „იუვენტუსის“ ფორვარდი 2009 წელს ლას ვეგასის სასტუმროში კეტრინ მაიორგას მიმართ სექსუალ ძალადობაშია ბრალდებული, რასაც თავად ფეხბურთელი უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „რეალ მადრიდიდან“ „იუვენტუსში“ ივლისში გადავიდა, მას არაერთხელ აქვს მიღებული მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული.

იხილეთ ვიდეო: ლას-ვეგასის პოლიცია ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს დნმ-ის ანალიზის აღებას სთხოვს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა