დავით სერგეენკო სეზონური გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, დღეს კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, დღეს სეზონური გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდება.

სამინისტროს ინფორმაციით, დავით სერგეენკო კლინიკების ხელმძღვანელებისგან გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაციას მოისმენს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დავით სერგეენკომ ფარმაცევტულ კომპანიებს მიმართა და ანტივირუსული პრეპარატის, „ტამიფლუს“ ღირებულების დაწევისკენ მოუწოდა.

იხილეთ ვიდეო:

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა