ანატოლი ბიბილოვი სალვადორის პრეზიდენტს - ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ნაცნობობა მეგობრობაში გადაიზარდება

ვენესუელაში „ვიზიტით“ მყოფი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სალვადორის პრეზიდენტს სალვადორ სანჩეს სერენს შეხვდა.

„ჩვენ ბევრი გვაერთიანებს, მათ შორის სალვადორის, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ამ ბრძოლაში სალვადორმა დიდი პატივისცემა მოიპოვა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ნაცნობობა მეგობრობაში გადაიზარდება“, - განაცხადა ბიბილოვმა.

თავის მხრივ, სალვადორ სანჩეს სერენმა აღნიშნა, რომ სალვადორი კონტაქტებს ავითარებს მეგობარ ერებთან და ამგვარ პოლიტიკას ატარებს მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან.

„ჩვენი პოლიტიკა ღიაა მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პირველი შეხვედრა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კონტაქტები გაგრძელდება და გამოვნახავთ მექანიზმებს თუ როგორ განვაგრძოთ ეს კონტაქტები“, - განაცხადა სალვადორის პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა