ეკა ბესელიას პარლამენტში ახალი კაბინეტი გამოუყვეს

იურიდიული კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარე ეკა ბესელიას პარლამენტში ახალი კაბინეტი გამოუყვეს.

მისი ახალი სამუშაო ოთახი პარლამენტის C კორპუსში მდებარეობს. შესაბამისად, იურიდიული კომიტეტის სათათბირო ოთახიდან უკვე ჩამოხსნეს აბრა, რომელზეც მითითებული იყო, რომ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკა ბესელიას ეკავა.

ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი რამდენიმე კვირის წინ დატოვა, რის მიზეზადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია დაასახელა.

იხილეთ ვიდეო:

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს