ლევან გოგიჩაიშვილი დიმიტრი ცქიტიშვილზე - არ ვიცი რას გულისხმობენ „ამბოხებულ დეპუტატებში“, თუ ჩვენი აზრი არ აინტერესებთ, შეუძლიათ მოუსმინონ: ჩინჩალაძეს, მიქაუტაძეს, მეთოფიშვილს

მე არ ვიცი რას გულისხმობენ ამბოხებულ დეპუტატებში, თუ არ აინტერესებთ ჩვენი აზრი შეუძლიათ ჩინჩალაძეს, მიქაუტაძეს, გვრიტიშვილსა და მეთოფიშვილს მოუსმინონ, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი მისი კოლეგის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებას "ამბოხებული დეპუტატების" შესახებ.

„მე არ ვიცი რას გულისხმობენ „ამბოხებულ დეპუტატებში“ და უმჯობესი იქნება განმარტონ. თუ ამაში იმ ადამიანებს გულისხმობენ ვინც ვერ ხედავს სასამართლოს მომავალს ჩინჩალაძესთან, გვრიტიშვილთან და სხვებთან ერთად, მათ შეუძლიათ მოისმინონ მეთოფიშვილის და გვრიტიშვილის აზრები და დაეთანხმნონ. ზრდასრული ხალხია, ბევრი მათგანი დიდი ხანია პოლიტიკაშია და თუ არ აინტერესებთ ჩვენი აზრი მათ შეუძლიათ მოისმინონ ჩინჩალაძის და მიქაუტაძის აზრები",- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სერგო მეთოფიშვილის განცხადებებსაც და აღნიშნა, რომ ის სწორედ მეთოფიშვილისა და მისი გუნდის წევრების გარეშე ხედავს სასამართლოს.

„ჩვენი ინტერესი არის სასამართლოს მომავალი წარმოვიდგინოთ ამ ადამიანების გარეშე. ჩვენ სასამართლოს მომავალს ვხედავთ თავისუფალი ადამიანებით დაკომპლექტებულ სასამართლოში. ჩვენ ვხედავთ ჩვენი სასამართლოს მომავალს იმ ადამიანებით დაკომპლექტებულ სასამართლოში, რომლებიც დაცლილი არიან ყველანაირი გავლენებისგან, არ არიან დისკრედიტებულები, აქვთ თავისუფალი აზროვნება, არ ყოფილან სხვების სამსახურში, არასდროს გაუუბედურებიათ ადამიანები და არ ყოფილან დაკვეთის ქვეშ. ჩვენ სასამართლოს მეთოფიშვილის, ჩინჩალაძის და კონკრეტული გვარების გარეშე ვხედავთ", - აღნიშნა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტი სასამართლოსთან დაკავშირებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში აუცილებლად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ხოლო „ამბოხებული დეპუტატები“ რას იტყვიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა