ჯანდაცვის სამინისტრო გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით რაოდენობას შეიძენს

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი რაოდენობის შემოტანა იგეგმება. მისი თქმით,

მოსახლეობაში ვაქცინაციის ჩატარების მიმართულებით მოტივაცია გაზრდილია.

„გეგმურად, ანუ ოქტომბერ-ნოემბერში ჩვენ ვატარებთ რისკ-ჯგუფებში ვაქცინაციას, მაგრამ შეკვეთილი რაოდენობის მხოლოდ ნაწილის ათვისება ხდებოდა. ახლა რეალურად, მოსახლეობაში გაიზარდა მოტივაცია. ჩვენ ერთი მხრივ, მივესალმებით ერთ-ერთი კერძო კომპანიის მხრიდან უფასო ვაქცინაციის აქციას და ვაკეთებთ შეკვეთას, რომ შემოვიტანოთ დამატებთი რაოდენობა, რათა უზრუნველვყოთ მოსახლეობის მოთხოვნა", - განაცხადა დავით სერგეენკომ "ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე საპასუხოდ.

იხილეთ ვიდეო: გრიპის მომაკვდინებელი ვირუსი - ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით, ახალი ვაქცინის შემოტანას გეგმავს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა