ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, ზაზა პაპუაშვილმა და რომან კაკულიამ სავარაუდოდ, მოსამართლეობის სიასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს

საპარლამენტო უმრავლესობის იმ წევრებმა, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას ეწინააღმდეგებიან, ზაზა პაპუაშვილთან შეხვედრა გამართეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა უბრალოდ მეგობრებს შორის იყო და არანაირ კონსულტაციას ადგილი არ ჰქონია. შეხვედრა ზაზა პაპუაშვილის სამუშაო კაბინეტში გაიმართა და მას ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე და რომან კაკულია დაესწრნენ.

"ჩვენ გვქონდა შეხვედრა. უბრალოდ, მეგობრები შევიკრიბეთ. არანაირ კონსულტაციას გულწრფელად გეუბნებით ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება პროცესების განვითარებას, გუშინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, მათ შორის პარტიის თავმჯდომარის განცხადებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ სივრცე გაიხსნა შემდგომი მოლაპარაკებისთვის იმასთან დაკავშირებით, რომ შემუშავდეს კრიტერიუმები და როგორ წარიმართოს პროცესი. იქნება ეს სია გაწვეული საბჭოს მიერ, იქნება ძალიან კარგი. თუ დადგება ამ მოსამართლეების კენჭისყრის საკითხი, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან, რომ მათ მხარი არ დაუჭირონ. პარლამენტში ვისაც ვხედავ ამ დღეების განმავლობაში, არ მინახავს ადამიანი, რომელიც ამ სიას მხარს უჭერს. არ მგონია, რომ ეს სია გავიდეს",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა