პრეზიდენტი მოსამართლეთა სიაზე - ხელისუფლებას არაფერს ვურჩევ, იმიტომ რომ კერძო პირი არ ვარ, მე ვარ პრეზიდენტი, წარმოვადგენ ინსტიტუტს, რომელსაც არ აქვს უფლება, მისცეს რჩევა

მე პირადად ხელისუფლებას არაფერს არ ვურჩევ, იმიტომ რომ კერძო პირი არ ვარ, მე ვარ პრეზიდენტი, წარმოვადგენ ინსტიტუტს, რომელსაც არ აქვს კომპეტენცია და უფლება, მისცეს რჩევა ან რეკომენდაცია, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სასამართლოს სისტემაში შექმნილი ვითარების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს შეუძლია იყოს მხოლოდ საზოგადოების მხარეს და საზოგადოების მოლოდინი გაახმოვანოს.

„პრეზიდენტი არავითარ შემთხვევაში არ არის ის პირი, რომელსაც შეუძლია მისცეს რამე რჩევა თუ მითითება ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შედგეს სია. ეს უნდა გადაწყვიტონ მათ, ხელისუფლების იმ შტოებმა, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ. ამ შემთხვევაში საუბარია სასამართლოზე და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე, რადგან პროცედურაში პარლამენტი არის გათვალისწინებული. პრეზიდენტი ამ პროცედურაში არ არის გათვალისწინებული და მე შემიძლია ვიყო მხოლოდ საზოგადოების მხარეს და ვთქვა ის, თუ როგორია საზოგადოების მოლოდინი. დემოკრატიული ქვეყნის იმპერატივია, რომ არსებობდეს, შენარჩუნებული იყოს და ამაღლებული იყოს ნდობა სასამართლოს მიმართ. მე პირადად ხელისუფლებას არაფერს არ ვურჩევ, იმიტომ რომ კერძო პირი არ ვარ, მე ვარ პრეზიდენტი, წარმოვადგენ ინსტიტუტს, რომელსაც არ აქვს კომპეტენცია და უფლება, მისცეს რჩევა ან რეკომენდაცია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია