სალომე ზურაბიშვილი - დღეს თუ ვარ საქართველოს პრეზიდენტი, ეს არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის - ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება და მათი ნდობის შედეგი

დღეს თუ ვარ საქართველოს პრეზიდენტი, ეს არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის - ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება და მათი ნდობის შედეგი, - ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც მიმართა კითხვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით რას ურჩევს მმართველ გუნდს, რომლის დამსახურებითაც ის დღეს პრეზიდენტია.

“არაფერს არ ვურჩევ. მე პირადი პირი არ ვარ - ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, წარმოვადგენ ინსტიტუტს და ამ ინსტიტუტს არ აქვს კომპეტენცია და უფლება, მისცეს რამე რჩევა ან რეკომენდაცია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ ის ხალხის ნდობის ღირსი იქნება, თუ საკუთარ კომპეტენციას ბოლომდე შეასრულებს და არ გადავა ზღვარს, რაც პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია