დავით სერგეენკო  ქვეყანაში შემოტანილი „ტამიფლუს“ ახალი მარაგის განაწილების პროცესს დაესწრება

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ანტივირუსული პრეპარატის „ტამიფლუს“ ახალი მარაგის სააფთიაქო ქსელებისთვის განაწილების პროცესს დაესწრება.

ტამიფლუს გადაცემა 16:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მოხდება.

„ქვეყანაში შემოტანილი „ტამიფლუს“ ახალი მარაგის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელებისთვის განაწილების პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირადად დაესწრება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა მოქალაქე, ექიმის დანიშნულებით, დღეიდან „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა