მამუკა მდინარაძე მოსამართლეთა სიაზე - გუნდში პრაქტიკულად კონსენსუსია, რომ კრიტერიუმები უნდა დადგინდეს და შემდეგ გადავალთ  პერსონებზე საუბარზე

გუნდში პრაქტიკულად კონსენსუსი არის, რომ კრიტერიუმები უნდა დადგინდეს, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, შედარებით მარტივად მივაღწევთ შეთანხმებას და შემდეგ გადავალთ პერსონებზე საუბარზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მოსამართლეობის სიასთან დაკავშირებით.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ ფორსირებულ რეჟიმში ამ საკითხის განხილვა არ უნდა მოხდეს და კრიტერიუმებზე სამსჯელოდ გადადო პროცესი.

„ ჩვენ გვაქვს გარკვეული ვადა საგაზაფხულო სესიამდე, რომ ამაზე ვიმსჯელოთ. კრიტერიუმებზე მსჯელობა შედეგთან მიმართებაში ნიშნავს იმას, რომ უნდა გაიწეროს ორგანული კანონის დონეზე ის კონკრეტული კრიტერიუმები, რომელშიც უნდა ჩაჯდნენ შემდგომში მოსამართლეობის კანდიდატები და აქედან გამომდინარე, იუსტიციის საბჭომ წარმოადგინოს ისეთი სია, რომელიც იქნება ამ კრიტერიუმებთან მიმართებაში, ამიტომ არის სწორი პროცესი. ამაში ბუნებრივია, ჩართულები უნდა იყვნენ მოსამართლეთა კორპუსიდან იუსტიციის საბჭოს წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, დომინანტი როდესაც კანონზეა საუბარი და კრიტერიუმებზე საქართველოს პარლამენტი. საბოლოო ჯამში, საზოგადოებრივი ინტერესიც იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას, სასამართლოში არსებულ პროგრესს არ შეექმნას საფრთხე, გაძლიერდეს და გაცილებით მაღალი იყოს და ამას უზრუნველყოფს კრიტერიუმების დადგენა“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა