ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გრიპის ვირუსის გავრცელების მხრივ  შედარებით სიმშვიდეა  ქვემო ქართლსა და კახეთში, შედარებით დაძაბულია სიტუაცია აჭარასა და იმერეთში

რეგიონალური განაწილების მხრივ შედარებით სიმშვიდე გვაქვს ქვემო ქართლში და კახეთში, შედარებით დაძაბულია სიტუაცია აჭარასა და იმერეთში, ნაკლები - სამეგრელოში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ზოგადად ავადობის მაჩვენებელი კვირის ბოლოს ითვლება. წინა კვირაში 256 იყო და წინასწარი მონაცემები ამ კვირაშიც ამ დიაპაზონში იქნება. სასწრაფოს გამოძახების მაჩვენებელმა იკლო, თუმცა იზრდება თვითმიმართვიანობა. რეგიონალური განაწილების მხრივ შედარებით სიმშვიდე გვაქვს ქვემო ქართლში და კახეთში, შედარებით დაძაბულია სიტუაცია აჭარასა და იმერეთში, ნაკლები - სამეგრელოში. რა თქმა უნდა, რადგან ძირითადი საავადმყოფოები თბილისშია, დიდი დატვირთვა დედაქალაქზე მოდის", - განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა