გალის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გრიპის შემთხვევები გახშირდა, მაგრამ ე.წ. ღორის გრიპის სიმპტომები არ დაფიქსირებულა

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გალის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილის, ლია გამისონიას განცხადებით, გრიპის შემთხვევები გახშირდა, მაგრამ ე.წ. ღორის გრიპის სიმპტომები არ ყოფილა. ამის შესახებ გამისონიამ საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკს“ განუცხადა.

„გართულებების შემთხვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა გრიპის შემთხვევები გახშირდა, მაგრამ ე.წ. ღორის გრიპის სიმპტომები არ ყოფილა. დღის განმავლობაში რვა ადამიანმა მოგვმართა“, - განაცხადა ლია გამისონიამ.

მისივე თქმით, პაციენტების მკურნალობა სიმპტომატურად მიმდინარეობს, ხოლო გრიპით დაავადების რაოდენობის ზრდას საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსს უკავშირებს.

„ვინაიდან საზღვარი საქართველოსთან ჩაკეტილია ამ ვირუსის გამო, ხალხი შეშფოთებულია. თუ ადრე სახლში მკურნალობდნენ, ახლა ექიმებს მიმართავენ“, - აღნიშნა მან.

ლია გამისონიამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გალის რაიონში არ არის ლაბორატორიები, სადაც ზუსტად შეიძლება გრიპის სახეობის დადგენა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ