ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - იანვრის პირველ კვირასთან შედარებით, ახლა ეპიდსიტუაციის მხრივ კლების ტენდენცია შეინიშნება

იანვრის პირველ კვირასთან შედარებით, მეორე კვირაში ეპიდსიტუაციის მხრივ შეინიშნება კლების ტენდენცია, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ლაგვილავამ განაცხადა.

ლაგვილავამ აღნიშნა, რომ შემცირდა როგორც მიმართვიანობა, ასევე მწვავე რესპირატორული ინფექციები.

„გასული კვირის მონაცემებთან შედარებით ეპიდსიტუაციის მხრივ გვაქვს კლების ტენდენცია. 100 000 მოსახლეზე იანვრის პირველი კვირის მონაცემებით გვქონდა 256 შემთხვევა, მეორე, ანუ გასული კვირის მონაცემებით კი არის 253 შემთხვევა. ასევე, შემცირებულია მწვავე რესპირატორული ინფექციები და თუ ჰოსპიტალიზაციების პროცენტული მაჩვენებელი იანვრის პირველ კვირაში იყო 33.1%, მეორე კვირის მონაცემებით არის 31.3%. შემცირებულია მიმართვიანობა, სტაბილური სიტუაცია გვაქვს როგორც ჰოსპიტალებში მიმართვიანობის, ასევე მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტების რაოდენობისა და პირველად ჯანდაცვის დაწესებულებებში მიმართვიანობის კუთხით. მას შემდგომ, რაც სახელმწიფომ „ტამიფლუს“ გაცემა დაიწყო უფასოდ, 783 პაციენტის მიმართვიანობა დაფიქსირდა და მათზე იქნა გაცემული „ტამიფლუ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

იხილეთ ვიდეო: ჯანდაცვის სამინისტრო - იანვრის პირველ კვირასთან შედარებით, ახლა ეპიდსიტუაციის მხრივ კლების ტენდენცია შეინიშნება

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა