გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით რაოდენობას, სავარაუდოდ, ორშაბათს ჩამოიტანენ

გრიპის საწინააღმდეგო დამატებით 3000 ვაქცინის ჩატარებისას პრიორიტეტი ორსულებს მიენიჭებათ, თუმცა ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ვაქცინის დამატებით რაოდენობას სავარაუდოდ, ორშაბათს ჩამოიტანენ.

„ოქტომბერსა და ნოემბრის პირველ ნახევარში პოპულაციის 85% იცრება, დანარჩენი 15% კი არის რისკჯგუფი. ვაქცინაციის იმ რაოდენობაში, რასაც ჩვენ შემოვიტანთ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულები არიან ორსულები და მელოგინეები, თუმცა რეალური საჭიროებების მიხედვით განვსაზღვრავთ და არავინ არ დარჩება ისე, რომ ეს მნიშვნელოვანი ინტერვენცია სჭირდებოდეს და ვერ მიიღოს. კონტრაქტის მიხედვით, ორშაბათს ვაქცინის ჩამოსვლას ველოდებით“, - განაცხადა მინისტრმა.

დავით სერგეენკომ გრიპის ვირუსის გამწვავების შედეგად სამინისტროს მიერ დახარჯულ თანხებზეც ისაუბრა.

„ყოველი სეზონური გამწვავება ჩვენ დაახლოებით, 10 000 მილიონი ლარი გვიჯდება ხოლმე. “ტამიფლუს” შემთხვევაში ამას ერთი მილიონი ლარი ემატება. რაც შეეხება ვაქცინაციას, ალბათ მასზე 700 000 ლარი იხარჯება”, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს