დავით სერგეენკო - ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა 2019 წლის ბოლოდან ან 2020 წლის დასაწყისიდან მთელ საქართველოში ამოქმედდება

ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა 2019 წლის ბოლოდან ან 2020 წლის დასაწყისიდან მთელ საქართველოში ამოქმედდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული სისტემა კონტროლის უკეთესი მექანიზმია.

„თვისობრივად, ის ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს. ქაღალდის მატარებლების კუთხით სრული კონტროლი თითქმის შეუძლებელია. საქართველოში წელიწადში 14 მილიონი ვიზიტი ხორციელდება და ელექტრონული ჯანდაცვა საშუალებას გვაძლევს, რომ სწორი კლასიფიკაცია და ნორმიდან გადახრის რაიმე პარამეტრი გვაჩვენოს და ხარისხის კონტროლის ძალიან კარგი მექანიზმია. დიდ ქალაქებში იმიტომ დავიწყეთ, რომ ეს გარკვეულ ინფრასტრუქტურას, მოწყობილობასა და კომუნიკაციას მოითხოვს, რომელიც ჯერჯერობით ყველა რაიონში არ არის, მაგრამ წლის ბოლოდან ანუ მომავალი წლის დასაწყისიდან მთლიანად საქართველოს მასშტაბით გახდება სავალდებულო“, - განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოში ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა ამოქმედდა. 15 იანვრიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, პაციენტის სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში შეიტანოს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე