ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა 15 აპრილამდე სატესტო რეჟიმში იმუშავებს

ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა მიმდინარე წლის 15 აპრილამდე სატესტო რეჟიმში იმუშავებს, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ლაგვილავამ ჟურნალისტებს სამედიცინო საზოგადოების წევრებთან აღნიშნულ საკითხზე გამართული შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, სამედიცინო ჩანაწერების ელექტრონული სისტემა პაციენტებისთვის ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს.

„ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემის მიზანია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეგროვებული ჩანაწერები შეინახოს, შეაგროვოს და გაზიარებადი გახადოს. ასევე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაამუშაოს ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო დაწესებულებებისათვის, რაც პაციენტზე ორიენტირებული, ეფექტური მომსახურების მიწოდებას შეუწყობს ხელს”,- აღნიშნა მან.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამედიცინო ჩანაწერების ელექტრონული სისტემა “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” კანონთან შესაბამისობაშია.

„პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით საქართველოს კანონმდებლობით რაც გათვალისწინებულია, სისტემაში ყველანაირი მონაცემი პაციენტის პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვით არის შექმნილი”,- აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოში ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა ამოქმედა. 15 იანვრიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, პაციენტის სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში შეიტანოს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა