სახელმწიფოს მიერ შემოტანილი გრიპის ვაქცინის 41 000 დოზა ამოიწურა

სახელმწიფოს მიერ შემოტანილი გრიპის ვაქცინის 41 000 დოზა ამოიწურა. გრიპის ვაქცინის მარაგი მათ შორის, პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრშიც ამოწურულია. სახელმწიფოს მიერ შესყიდული ვაქცინის დამატებით რაოდენობა კი სავარაუდოდ, მომავალი კვირის ორშაბათს ჩამოვა.

„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ძირითადად, გრიპის სეზონის დაწყებამდე კეთდება, თუმცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ის ასევე შეიძლება, თვითონ გრიპის სეზონის დროს გაკეთდეს. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არც ერთი ქვეყნის სავალდებულო ვაქცინათა ჩამონათვალში არ შედის. მისი ჩატარება ნებაყოფლობითია და როგორც წესი, ეს კულტურა ჩვენს ქვეყანაში თანდათან იზრდება. 2013 წელს სახელმწიფომ ვაქცინის 4 000 დოზა შეიძინა და ძირითადად რისკ ჯგუფები აიცრა. ყოველწლიურად, ვაქცინის რაოდენობა იზრდება და შარშან მათი რაოდენობა გავაორმაგეთ ანუ 2018 წლის სეზონზე 20 000-დან 41 000-მდე ავედით. დაახლოებით, 15 კი კერძო სექტორმა ჩაატარა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დამატებით 3 000 ვაქცინის ჩატარებისას პრიორიტეტი ორსულებსა და მელოგინეებს მიენიჭებათ, თუმცა გრიპის აცრის გაკეთება საჭიროების შემთხვევაში ყველას შეეძლება.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო