ეკა ბესელია - ბოკერიას ჭკუის სწავლება ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება

„ბოკერიას ჭკუის სწავლება ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება. საკითხის ძალიან მაღალი მგრძნობელობის გამო, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ დაველოდოთ საქართველოს საპატრიარქოს პოზიციის გამოხატვას“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ბესელია გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას, რომელმაც ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, დააფიქსირონ ამ საკითხზე თავიანთი პოზიცია და ხელს ეკლესიისკენ ნუ იშვერენ.

ეკა ბესელიამ ამ თემის კომენტირებისგან თავი შეიკავა. „საკითხის ძალიან მაღალი მგრძნობელობის გამო, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ დაველოდოთ საქართველოს საპატრიარქოს პოზიციის გამოხატვას. მე პირადად თავს შევიკავებდი რამე კონკრეტული პოზიციის გამოხატვისგან. ბოკერიას ჭკუის სწავლება ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება. არსებობს კონკორდატი, სადაც წერია, რომ ეკლესიის საქმიანობაში არ ერევა სახელმწიფო და სახელმწიფო საქმიანობაში არ ერევა ეკლესია. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რაც უნდა დავიცვათ. ამიტომ დაველოდოთ საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას. მისი უწმინდესობა არის ყველაზე გონიერი და ბრძენი ადამიანი, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს და ვნახოთ, როგორი იქნება საპატრიარქოს პოზიცია. ეს არის ძალიან მაღალი მგრძნობელობის საკითხი, ამიტომ მე ამაზე შორს ახლა არ წავიდოდი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა