არჩილ თალაკვაძე - მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით კანონს უკუძალა ექნება - შესაბამისად, პარლამენტში წამოდგენილი სიის გაწვევა-არგაწვევის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით მიღებულ კანონს უკუძალა ექნება - შესაბამისად, პარლამენტში წამოდგენილი სიის გაწვევა-არგაწვევის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

კითხვაზე, როგორია მისი პირადი პოზიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით, თალაკვაძემ განაცხადა, რომ “კითხვა უფრო სენსაციურია, ვიდრე საქმიანი“. დეპუტატის თქმით, “ეს ადამიანები დღეს მოსამართლეები არიან და არსებობს სახელისუფლო შტოებს შორის ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, რაც ჩაურევლობის პრინციპს ნიშნავს“.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებულია ორი პოლიტიკური გადაწყვეტილება - ჩვენ აღნიშნულ საკითხს საგაზაფხულო სესიაზე განვიხილავთ და შემუშავდება სპეციალური პროცედურა და კრიტერიუმები. ასეთია გუნდის გადაწყვეტილება. ჩვენ ყველნაირად ვეცდებით, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში იქნება. ჩვენთვის ამოსავალია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა იყოს დაცული და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა დროულად დაკომპლექტდეს, რადგან უზენაეს სასამართლოში 28 მოსამართლიდან არის მხოლოდ 10 მოსამართლე, რაც იმას ნიშნავს, რომ არაერთი ჩვენი თანამოქალაქე მისთვის მნიშვნელოვან საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებას ელოდება. დაუშვებელია, რომ მოსამართლეთა არჩევის საკითხი კიდევ დიდხანს გადაიდოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა